ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ვიდრე ეტიკეტი და პროტოკოლია-ასე ეხმაურება თბილისის მერმა მერიაში ეტიკეტთან და პროტოკოლთან დაკავშირებით ჩასატარებელ ტრეინინგებს.დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, მეტი ყურადღებით იყვნენ, როცა თანამშრომელთა გადამზადების ტრეინინგებს გეგმავენ.მერიის თანამშრომლებისთვის ეტიკეტის შემსწავლელი ტრენინგის ჩატარების საკითხს გუშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ როდესაც თბილისელებს უჭირთ, ასეთ ტრეინინგებზე თანხები არ უნდა იხარჯებოდეს.