06:22
13 ივნისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რას ელიან ექსპერტები ახალი ეკონომიკური გუნდისგან?
24-11-2016

ახალ მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხო. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი კი ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს. ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება კახი კალაძე. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელს ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე შეცვლის.

ექსპერტები ახალი ეკონომიკური გუნდის ფორმირებას საერთო ჯამში დადებითად აფასებენ. გია ხუხაშვილი ცვლილებებში ოპტიმიზმის საფუძველს ხედავს. ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ ახალი ეკონომიკური გუნდის ძირითადი გამოწვევა ლარის კურსი და ბიუჯეტის დეფიციტის შევსება იქნება. ექსპერტი ნოდარ კაპანაძე ეკონომიკური გუნდის მთავარ პრობლემად ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობას მიიჩნევს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები