გამოძიებული საქმე მისცეს ხელში „თიბისი ბანკის“ შესაბამისმა სამსახურებმა, აიპი დაუსახელეს. რას ეძებენ იმ კომპიუტერში, თალაკვაძის ლექსები აქვს ჩაწერილი ვიღაცას თუ რას ეძებენ?! რისი ექსპერტიზა ტარდება შვიდი თუ რვა თვეა,-ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმეზე განაცხადა.წამყვანმა ხუხაშვილს ჰკითხა, თუ რა მიზეზი ან ახსნა შეიძლება ჰქონდეს „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო ბოლო პერიოდში არსებულ „სიჩუმეს“. ხუხაშვილის თქმით, დაზუსტებით ვერაფერს იტყვის და საზოგადოება პროცესს უნდა დააკვირდეს.„არ ვიცი, ჩვენ უნდა გავყვეთ პროცესს. ფულის გათეთრების კვალიფიკაცია ყოველ შემთხვევაში, , რაც პროკურატურამ გვითხრა, იქ არსად არ ჩანს. ფულის გათეთრების გარეშე ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. თუ მაინც შეეცდებიან ფულის გათეთრება „ შეკერონ“ ამ საქმიდან, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ამისთვის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.