კორონავირუსი, არჩევნები, კობი ბრაიანტი, ზუმი - ეს ის პოპულარული თემებია, რომელსაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ 2020 წელს „გუგლში“. ამის შესახებ ანგარიში თავად „გუგლმა“ გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას - ფილმების, მსახიობების, სიახლეების, თამაშების და სხვა აქტივობების შესახებ, რასაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ სისტემაში.
მათ შორის აღსანიშნავია, რომ ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის მოხვდა: პარაზიტი, 1917, შავი პანტერა, 365 დღე და ინფიცირება.
ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, პანდემიის პირობებში ბევრი ეძებდა თუ როგორ მოევლოთ თავისთვის სახლის პირობებში, როგორ მოემზადებინათ სხვადასხვა საკვები თუ დესერტი, როგორ დაემზადებინათ ხელის სანიტაიზერი სახლში და ა.შ.