სინამდვილეში არა მხოლოდ 17 მილიონი, არამედ 80 მილონამდე მოხმარდა „თიბისი ბანკის“ ლიკვიდურობის გაზრდას, რადგან პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, ბანკი ომის მერე გადასარჩენი იყო, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.კორძაძის აზრით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ხელოვნურობის ფონი გასდევს.