პროკურატურა შპს "ლანცეტი"-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. აღნიშნული პირის დაკავების საქმეზე პროკურატურაში განცხადება გაკეთდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროკურატურამ სამედიცინო დაწესებულება შპს "ლანცეტი"-ს დირექტორი პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა.