ბესო ბოგველი, პირი რომელიც ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის ინიციატივით გამოვიდა, აცხადებს რომ ის ფსიქოლოგია და უბრალოდ სისტემა დატესტა. მას აინტერესბდა ექნებაოდა თუ არა მის წინადადებას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით გამოხმაურება, თუმცა როგორც ბოგველი "პალიტრანისუთან" საუვბარში აცხადებს, მას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. აღნიშნული როვნება კატეგორიულად უარყოფს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას და ვინმეს ინტერესეის გატარებას.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს. როგორც ადვოკატი ამბობს, „დიდი ალბათობით, ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია“.