დეკანოზ გიორგი მამალაძის 4 საათიანი დაკითხვის დეტალებზე მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ერთ საათიანი შესვენების შემდეგ დაკითხვის პროცედურა მატროსოვის ციხეში კვლავ განახლდა. ადვოკატის თქმით, პროკურატურის მხრიდან კრიტიკულ კითხვებს ადგილი არ ჰქონია. მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოძიებისგან დასმულ სტანდარტულ კითხვებს, დეკანოზმა ამომწურავი პასუხი გასცა. კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით ოხანაშვილთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა და ის ამ ეტაპზე საქმეში არ ფიგურირებს.