სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია. ამის შესახებ სდსს-ს უფროსმა ჟურნალისტებს გერანიაში განუცხადა, სადაც პატრიარქის უსაფრთხოებას პირადად იცავს. მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს. ის გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, რადგან მთავარ პროკურატურას ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით შესაძლოა ადგილი ქონდა პატრიარქის მოწამვლის მცდელობას.
იხილეთ:
მოწამლეს თუ არა პატრიარქი? - გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მეუფე ნიკოლოზი აკეთებს