სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში 2015 წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. ამის შესახებ გაერო იუწყება. საქართველოში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის შესახებ კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა წარადგინა. მის თანახმად, 2017 წელს მოსახლეობის 5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, 2015 წელს კი ეს მონაცემები 2.1%-ს შეადგენდა.კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს ბავშვების 6.8% საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 2015 წელს ბავშვების 2.5% ცხოვრობდა სიღარიბეში. კვლევის მიხედვით, პენსიონერების 3.7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, მაშინ როდესაც 2015 წელს პენსიონერების 1.7% ცხოვრობდა სიღარიბეში.„2015 წელთან შედარებით, 2017 წელი აჩვენებს, რომ მოსახლეობაში გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელი. კვლევამ აჩვენა, რომ გვაქვს სტრუქტურული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, განათლების თვალსაზრისით და ამ ყველაფერს თანამიმდევრული და დიდი რეფორმები სჭირდება,“- აცხადებენ UNICEF-ში.