მარტვილში მცხოვრებმა 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმხილველთა თქმით, მოზარდმა თავი შიმშილობის გამო მოიკლა. როგორც მოზარდის სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, სუიციდის მიზეზი გაურკვეველია და მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი და მოზარდის მამა სოციალურად დაუცველები იყვნენ, ის გამორიცხავს რომ მოზარდი შიმშილობდა.