თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფრომაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.