სენაკში, ერთ-ერთი ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს ბავშვის ცხედარი სახლის ჭიშკართან, ნაჭრებში გახვეული აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით შეტყობინება 112-ში შევიდა. გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის გაზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჯერ არავინ არის, მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზა.