კიევის ცენტრში ბასარაბის მოედანზე მომხდარი აფეთქების შედეგად ტიმურ მახაური დაიღუპა. როგორც ცნობილია , ეროვნებით ჩეჩენი მახაური მოხალისეთა ბატალიონ „შეიხ მანსურის“ წევრი იყო და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, დონბასში იბრძოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებულ ავტომობილს ქართული სანომრე ნიშნები ჰქონდა. დაღუპულის ახლობელმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მომხდარში რუსულ კვალს ხედავს. მისი თქმით, მახაური კადიროვის მტერი იყო და მისი ლიკვიდაცია და აფეთქება საქართველოშიც ორჯერ სცადეს. ავტომობილში დაღუპული მახაური ქალთან და ბავშვთნ ერთად იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდოდ მისი მეუღლე და შვილია, ისინი სასწრაფო დახმარებისჯგუფებმა საავადმყოფოშ გადაიყვანეს.