2 წლის და 8 თვის გაბრიელ ლუკავა, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მცირეწლოვან ბიჭს თავის ტვინის დახურული ტრავმა, გულმკერდის დაზიანება და ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება.შემთხვევის დროს პალატაში მცირეწლოვანის დედა იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ბავშვს საჭმელს უმზადებდა.