დავით ნარმანია ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების უკანონოდ გადაცემის ფაქტს უარყოფს. გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ნარამნიამ აღნიშნა, თბილისის მერიამ გადაწყვეტილება კანონიერად, პროცედურების სრული დაცვით მიიღო. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ის ელოდება აუდიტის სამსახურის საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც მერიის პოზიციას წერილობით გამოაქვეყნებს.