ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მეზობლებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 43 წლის ზაზა გოლიაძე მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფით მოკლა. სამართალდამცველების ცნობით, საქმე ცხელ კვალზეა გახსნილი და დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება სიცოცხლის განზრახ მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.