გორში ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ძმის გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობის საქმეზე თვითმხილველების დაკითხვა მთელი ღამე გაგრძელდა, შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. მკვლელობა გორში ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისის ეზოში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგიჩაიშვილს ჯერ უშუალოდ ოფისის ტერიტროიაზე ესროლეს, რის შემდეგაც მან ეზოში გაქცევა სცადა, სადაც საკონტროლო გასროლით მოკლეს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.