მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცავებსა და "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარავი გაშალეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ კარავი ჩამოართვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მათი უფლება დააღვიეს, როდესაც კარავი ჩამოართვეს. დაზარალებულთა განცხადებით, მათ თბილისის მერია გაფრთხილებული ჰყავდათ. დაზარალებულთა უფლებადამცველის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი ხვალ პროკურატურას სარჩელით მიმართავენ.