რუს გარემოსდამცველ აქტივისტსა და არხანგელსკის ოლქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რეგიონალური ოფისის ყოფილ კოორდინატორ ანდრეი ბოროვიკოვს ლომონოსოვის რაიონის სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბოროვიკოვის პატიმრობის მიზეზი 2014 წელს მის მიერ სოციალურ ქსელ VKontakte-ში გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის სიმღერის Pu**y კლიპის გაზიარება გახდა. საგამოძიებო უწყება თვლიდა, რომ ვიდეოს კულტურული ღირებულება არ აქვს და ანდრეის პორნოგრაფიული მასალის გავრცელებას ედავებოდა. ბოროვიკოვის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International მოსკოვის ოფისის დირექტორი, ნატალია ზვიაგინა აცხადებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღო.