მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 3 მილიარდ 982 მილიონ 411 ათას 433 ლარი, შემოსავლებმა კი - მილიარდ 203 მილიონ 424 ათას 255 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 343 მილიონ 383 ათას 209 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - 313 მილიონ 578 ათას 953 ლარის მობილიზება მოხდა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2021 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 3 მილიარდ 493 მილიონ 806 ათას 009 ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადით სახით, კი სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდ 066 მილიონ 806 ათას 735 ლარი შევიდა.