"საქსტატის" ინფორმაციით, 1994-2017 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაა დაახლოებით, 3 მილიონ 721 ათასია.ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლოებით მილიონ 260 ათას 700 კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ცნობით, მოსახლეობის რიცხოვნობის კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც შეიცვალა. კერძოდ, 1994 წლიდან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში შემცირდა და 2018 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 20 პროცენტი შეადგინა, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 10.5 პროცენტიდან 14.6 პროცენტამდე გაიზარდა.