თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოში შევიდა. პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად არის გათვალისწინებული. ის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, თითქმის მილიონი ლარით გაიზარდა და 800 მილიონს აღემატება. პრიორიტეტებად რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება.