კომპანია Facebook-მა, 2018 წლის განმავლობაში მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოებაზე 20 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება. აღნიშნული მონაცემები ასახულია დოკუმენტებში, რომელიც Facebook-მა ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების ფედერალურ კომისიას მიაწოდა. ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ცუკერბერგი კომპანიაში მუშაობისთვის ხელფასის სახით სიმბოლურ გასამრჯელოს წლიურად 1 დოლარს იღებს. კომპანია ამის კომპენსირებას სწორედ მის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახდენს.2018 წელს ამ კომპენსაციის მოცულობამ 22 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა, აქედან 20 მილიონი უშუალოდ ცუკერბერგის პერსონალურ უსაფრთხოებაზე დაიხარჯა. დაახლოებით 2,6 მილიონი Facebook-მა მარკ ცუკერბერგის პერსონალური ავიატრანსპორტით მომსახურებაზე დახარჯა.