სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის დაგროვებითი პენსიის სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ბოლოს დაგროვებითი პენსიის რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 106 ათას 700 კაცი იყო; საპენსიო აქტივების პორტფელის ზომა (ფონდის ღირებულება) – მილიარდ 164 მილიონ 700 ათასი ლარი; დარიცხული სარგებელი - 104 მილიონ 100 ათასი ლარი.
ამასთან, საქსტატის ცნობით, საპენსიო დანაზოგით მოსარგებლეთა რიცხოვნობა სულ 614 კაცი, აქედან საანგარიშო წელს - 430 კაცი იყო.