დასაქმების პროგრამის დეპარტამენტმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა. სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ჯამში 1840 ადამიანი დასაქმდა. მათ შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამ ატაპზე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა ვორქნეტ გოვ ჯიზე სულ 229 555 ადამიანია რეგისტრირებული აქედან აქტიური სამუშაოს მაძიებელია 194 296. წლის განმავლობაში კი საიტზე 8 932 თავისუფალი სამუშაო ადგილი იყო განთავსებული.