"რამდენჯერაც შეეცდება "ნაციონალური მოძრაობა" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ბელგიაში ემიგრანტებთან გაიმართა. კომენტარი აღნიშნულ საკითხზე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სეისაშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებით მიხეილ სააკაშვილი ილუზიაშია და ფიქრობს, რომ სამშობლოში წითელი ხალიჩით დახვდებიან.