მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. კანონპროექტით, რომელიც ბიუროს სხდომაზე დღეს გავიდა, განსაზღვრულია კონკრეტული ლიმიტები ანუ რა შემთხვევაში რა მოცულობის ზარალს აანაზღაურებს კერძო სადაზღვევო კომპანია. კანონპროექტის მე-5 მუხლი ადგენს წლიური დაზღვევის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით.
კანონპროექტის მე-5 მუხლი ადგენს წლიური დაზღვევის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით.კერძოდ;ა) მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;ბ) მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00ლარი;დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00ლარი;ე) მისაბმელისათვის – 50.00-75.00 ლარი;ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი.