რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მესტიაში ხანძრის ლოკალიზება შეძლო. ხანძარი ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობას სამაშველო ბრიგადები ვერ ახერხებდნენ, რის შემდეგაც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.