ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ რამდენიმე უბანზე ისეთი ამომრჩევლების მისვლა დაფიქსირდა, რომლებიც ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები არ არიან. ცესკოს პრესსპიკერი, ანა მიქელაძე მოქალაქეებს მოუწოდებს ხმის მისაცემად მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები მივიდნენ, რომლებიც მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი. ამასთან, მიქელაძე საჩივრებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი , „საიას“ საჩივარი არის შესული, რომელიც ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას ეხება.