რამდენიმე შეძლებული ადამიანი ვიცი, რომელმაც „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“არ ისურვა, წავიდა თურქეთსა და აზერბაიჯანში და ჩინური ვაქცინით აიცრა - თენგიზ ცერცვაძე - Palitra News
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინა ჯერ არ შემოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩინურ ვაქცინას ბევრი ელოდება, ვინაიდან ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.