სარფში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი იყო. მიზეზი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოები იყო, რის გამოც გადაადგილება რამდენიმე საათით აიკრძალა. ქვეითებს კი საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეეძლოთ. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ღამის სამი საათისთვის განახლდა.
უწყების განმარტებით, თურქულმა მხარემ სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის გაშვება დროებით აკრძალა, თუმცა მოქალაქეებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.