ვაშინგტონი ინაუგურაციისთვის ემზადება. დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად უკვე დედაქალაქში იყოფება და ცერემონიისთვის საჭირო ბოლო დეტალებს გადის. სპეციალურად ღონისძიებისთვის ქალაქსა და მის ირგვლიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები უპრეცედენტოთ გააძლიერეს. თავდაპირველად ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი თავიანთ ოჯახებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიას ეწვევიან. შემდეგ ბარაქ ობამა და მიშელ ობამა ტრამპსა და მის მეუღლეს თეთრ სახლში მიიღებენ. საიდანაც პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად, ესკორტით კაპიტოლიუმში გაემგზავრებიან. ინაუგურაციის ცერემონიის ოფიციალური ნაწილი სწორედ აქ გაიმართება. ფიცს ჯერ ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, შემდეგ კი დონალდ ტრამპი დადებს და სიტყვით გამოვა. შტატების 45-ე პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას უკვე დღეიდან შეუდგება. თბილისის დროით 18:30 საათზე ინაუგურაციის ცერემონია გაიხსნება მუსიკალური პერფორმანსით 21:00 საათზე ტრამპი კი ფიცს დადებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით.