7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC) ეწვევა. ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.