„კირნათი“ ჰესის მშენებლობის გამო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და "კირნათი“ ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა.
მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში მცხოვრებ შემდეგ ფიზიკურ პირებთან: გიორგი დიდმანიძესთან; ეზიზე; ლეილა; მაგული; მარიკა; მევლუდ და ნათელა დიდმანიძეებთან.
შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.