"კირნათი" ჰესის მშენებლობის გამო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და "კირნათი" ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა.
თუმცა, ბრძანების თანახმად, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში მცხოვრებ შემდეგ ფიზიკურ პირებთან: გიორგი დიდმანიძესთან; ეზიზე; ლეილა; მაგული; მარიკა; მევლუდ და ნათელა დიდმანიძეებთან. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.