შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, დეპარტამენტის მიერ რამდენიმე მოქალაქესთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
კერძოდ, საუბარია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ილემში, კუკური, ჯონი თაბაგარების და თეა წიქარიშვილის თანასაკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე; ასევე სოფელ ძირულაში, კუკური თაბაგარის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე და სოფელ ილემში, კუკური თაბაგარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.