08:44
9 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ანანასი
15-09-2017

როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს. ანანასი მდიდარია მარგანეცით, რაც ძლიერი ძვლების შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.

სპეციალისტები გვირჩევენ დღეში 1 ჭიქა ანანასის წვენის მიღებას, რათა შევინარჩუნოთ ღრძილებისა და კბილების სიჯანსაღე. ანანასში ასევე არის ბეტა-კაროტინი, რაც თვალს იცავს მაკულარული დეგენერაციისგან. ამან კი შეიძლება მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.

ამასთან, ანანასი შედარებით დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისის დიდ რაოდენობას. ეს კი მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება ან მისი კონტროლი სურს. ანანასი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, კვებავს თმას, კანსა და ფრჩხილებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები