მალაიზიის, სინგაპურისა და ჩინეთის ავიახაზებმა განაცხადეს, რომ ისინი თავიდან აირიდებენ ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებას. ამის მიზეზი ირანში განვითარებული მოვლენებია.
როგორც სინგაპურის ავიახაზებში განაცხადეს, ისინი ყველა ავიარეისს ირანის საჰაერო სივრციდან სხვა მიმართულებით გადაიტანენ. მსგავსი განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა ჩინეთის ავიახაზებმაც.
შეგახსენებთ, ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ამერიკულ ბაზებზე ერაყში, მანამდე კი რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის მიერ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.
რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარებით შეშფოთებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიების წარმომადგენლები