რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დავით გარეჯის საქმეზე პეტიციას ავრცელებს.
ორგანიზაციები კარტოგრაფების საქმეს ეხმაურებიან და აცხადებენ რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოვლენების შემდგომი განვითარება და პოლიტიკური კონტექსტი ერთმნიშვნელოვანად ცხადყოფს, რომ დაკავებულები სინდისის პატიმრები არიან. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს რომ კარტოგრაფების ციხეში ყოფნა არის მმართველი პარტიის დაკვეთა.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია რომ მსგავსი ფაქტი განსაკუთრებით საშიშია მაშინ როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორი მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პატიმრები – მელაშვილი და ილიჩოვა და შეწყდეს საზღვრის დემარკაციის პროცესის სახიფათო პოლიტიზაცია.