რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შეჩერების საკითხს "აისეტი" ეხმაურება. ორგანიზაციაში ქართულ ეკონომიკაზე რუსი ტურისტების შემცირების ეფექტს აფასებენ და აღნიშნავენ, რომ საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია.
კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, ტურიზმის წილი ეკონომიკაში 7.6%-ია, რუსი ტურისტების მიერ შეტანილი წვლილი ეკონომიკაში 1.8%-ია, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი - 0.5%.