ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა ერიკ რიმმა კარტოფილ ფრის დღიური დოზა განსაზღვრა. პროფესორი ამბობს, რომ ამ დოზის მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. კვირაში სამჯერ 40-50 ცალი ფრის მიღება ორგანიზმის გაცხიმოვნებას იწვევს. ფრის მოყვარულები ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ არიან. პროფესორი ერიკ რიმი ფრის მოყვარულებს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დღიურ დოზად მხოლოდ 6 ცალი ფრის მიღებას ურჩევს. ამასთან მეცნიერი ამბობს, რომ ზედმეტი კალორიებისგან თავის ასაცილებლად კარტოფილთან ერთად ყველი და სხვა დანამატები არ უნდა მიირთვათ.