მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტროების მიერ ღვინის დასაშვები დღიური დოზა კაცების შემთხვევაში ორი ბოკალია, ქალების შემთხვევაში კი ერთი. თუმცა ბუნებრივია დღესასწაულებზე ამ რეკომენდაციას არავინ ითვალისწინებს, ჩვენ ვკითხეთ ექიმს, მაქსიმუმ რამდენი ღვინო შეიძლება დალიოს ადამინამა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას?ღვინის ფერს ყურძნის ჯიში განაპირობებს, რომლისგანაც დამზადებულია ღვინო. თეთრი, შავი, წითელი, ბუნებრივია ღვინოს ყველა საკუთარი გემოვნების მიხედვით მიირთმევს, თუმცა დასაშვები ერთჯერადი დოზა ღვინის სახეობაზეცაა დამოკიდებული.