2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით გაიზარდა და 16 ათას 475 შეადგინა. ამის შესახებ, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვიზიტორთა შორის 54% ქართველი, ხოლო 46% უცხოელია.
სტატისტიკის მიხედვით, იანვრის ყველაზე მონახულებადი პარკებია: თბილისის, ყაზბეგისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკები, ასევე პრომეთეს მღვიმე და სათაფლია.