თხილის სექტორში არსებულ ვითარებასა და დარგის წინაშე მდგარ გამოწვევებზე იმსჯელეს თხილის რიგით მე-4 ფორუმზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ლევან დავითაშვილმა იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც მეთხილეობის დარგი წელს დგას. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სისტემაში შემავალი უწყებების წარმომდგენლებმა ინ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მათ გაატარეს მეთხილეობის განვითარების, მოსავლიანობის გაზრდისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად. გაშენდა 531 ჰექტარი ახალი ბაღები, მიღებულია რეგლამენტი, აქტირუად მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს საექსპერტო პოტენციალის გაზრდას.