ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბრში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 97 ათას 100 ტონა შეადგინა, რაც 12 ათას 400 ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელზე. ამავე მონაცემებით, ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა 50 ათას 700 ტონა შეადგინა, დიზელის საწვავის იმპორტმა კი 46 ათას 400 ტონა.