ხორცის, რძისა და კვერცხის მწარმოებლებმა წარმოება გაზარდეს. “საქსტატის” მონაცემებით, 2017 წლის I კვარტალში ხორცის წარმოება 30%-ით გაიზარდა და 11,1 ათას ტონას მიაღწია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 8,5 ათასი ტონა იყო. აღნიშნულ პერიოდში 92, 8 მილიონი ლიტრიდან 106,1 მილიონ ლიტრამდე გაიზრდა რძის წარმოებაც. ასევე გაზრდილია კვერცხის წარმოების მაჩვენებელი. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 147 მილიონ 900 ცალი კვერცხის წარმოება მოხდა, 2016 წლის I კვარტალში ეს მაჩვენებელი 146 მილიონ 900 ათასი იყო.