გასულ თვეში თებერვალთან შედარებით, საწვავის იმპორტი საქართველოში 11.3 ათასი ტონით ანუ 15,6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი" ავრცელებს. მათივე ცნობით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა მარტში 83,6 ათასი ტონა შეადგინა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 50,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის - 32,7 ათასი ტონა შეადგინა.