რამდენი თეთრით მოიმატა პურის ფასმა და რას ასახელებენ გაძვირების მიზეზად - Palitra News

რამდენი თეთრით მოიმატა პურის ფასმა და რას ასახელებენ გაძვირების მიზეზად

2018-12-10 12:59:41+04:00

პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით, პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას.