08:53
26 აპრილი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რამდენი თეთრია მანდარინის საბითუმო ფასი? - პროდუქტი ყველაზე მეტი რაოდენობით რუსეთსა და უკრაინაში გავიდა
11-01-2019

2018 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის 87,1% რუსეთსა და უკრაინაში გავიდა. როგორც East Fruit წერს,  დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოდან მანდარინის ექსპორტმა 25 ათას 182 ტონა შეადგინა. საერთო ჯამში, 16 ათას  558 ტონა მანდარინი  - რუსეთში, ხოლო 5 ათას 365 ტონა - უკრაინაში გავიდა.

ამასთან, ქართული მანდარინი ექსპორტზე გადის ასევე: სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ბელარუსიაში, ყირგიზეთში და ლატვიაში. აღსანიშნავია, რომ მანდარინის ექსპორტის ამჟამინდელი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.7% -ით მეტია.

ცნობისთვის, მანდარინის დახარისხება შეფუთვას, შემდგომ მისი ექსპორტის მიზნით, აჭარაში 30-მდე საწარმო ახორციელებს. პროდუქტის საბითუმო საშუალო ფასი კი 40-70 თეთრს შეადგენს.

AutoPlay
"ტაქსის რეფორმა არის ბიზნესპროექტი" - ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მერიას სატრანსპორტო პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
წლის ბოლოდან, ბიზნესი ვალდებული იქნება თავად მართოს, სპეციფიკურ ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხები
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი მარტში წინა თვესთან შედარებით 1.1 %-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველო-ფიჯის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ფინანსთა მინისტრი ხორბლის ავტომობილებით იმპორტის აკრძალვის გაუქმებას არ გამორიცხავს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
მომხმარებლები Facebook-ზე სულ უფრო ცოტა დროს ატარებენ
25-04-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები